Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მათე კერესელიძე![]()
Biographyვერმახტის ეფრეიტორი მათე კერესელიძე (ფსევდონიმი "კერესი") მიხეილ კედიას შუამავლობით ემიგრანტებისაგან შექმნილ ნაწილში საჰაერო-სადესანტო ნაწილის "თამარ პირველის" შემადგენლობაში ირიცხებოდა, ჯგუფს, როგორც პარტიზანულ რაზმს ქალაქ ორლეანთან მდებარე სადაზვერვო სკოლაში წვრთნიდნენ, ასწავლიდნენ აფთიაქში ნაყიდი წამლებით ბომბების დამზადებას, კავშირგაბმულობას, რუკების კითხვას, ორიენტირებას. კავკასიაში გადმოსასროლად საგანგებოდ გაიწვრთნა პარაშუტისტთა ჯგუფიც ქართველ მედესანტეთა - შოთა თაქთაქიშვილის, ალექსანდრე სულხანიშვილის, გიორგი თუხარელის, ფაშალიშვილისა და სხვათა შემადგენლობით. მათ მომზადება შტეტინში გაიარეს მიულერის ხელმძღვანელობით. 1942 წლის ზაფხულში "დივერსანტ-პარაშუტისტთა" ჯგუფთან ერთად საქართველოში გადაიყვანეს მათე კერესელიძეც. "ერთ უკუნეთ ღამეში ყველანი პლანერებით გადაგვისროლეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში", - წერდა მათე კერესელიძე თავის მოგონებებში. სადესანტო ჯგუფის ნაწილი სმოლენსკთან გადასვეს. მათგან თითქმის ყველა შეიპყრეს და დახვრიტეს. "დივერსანტ-პარაშუტისტებს" საქართველოს შინსახკომი სასტიკად გაუსწორდა. მათთან ერთად ყოფილან გერმანელი ინსტრუქტორები, რომლებიც ხეებზე უპოვიათ დახვრეტილები. "ალექსანდრე კანკავას თურქეთის საზღვრებისკენ მოუხერხებია გაქცევა, შალიკო მაღლაკელიძე კი თითქოს ჩაუქვავებიათ და ისე მოუკლავთ. დანარჩენები სხვადასხვა კუთხეში ტყეებში დაუხოციათ", (მათე კერესელიძის მემუარები). თავად მათე კერესელიძე ცაგერის რაიონში უთანასწორო ბრძოლაში დაიჭრა და რუსეთის საპყრობილეში გატარებული 15-წლიანი ტყვეობის შემდეგ დაუბრუნდა მამასა და ცოლ-შვილს. მისი მეუღლე იყო მარია (მაია) დრუჟინინა, ჰყავდათ ერთადერთი შვილი – ნინო კერესელიძე-ბადუალი (1936). ცნობილი საზოგადო მოღვაწის, მათე კერესელიძის შვილიშვილი, გიორგი კერესელიძის შვილი. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი. წყარო: გოლგოთის გზაზე მავალი : მათე კერესელიძის ეპისტოლეების მიხედვით / მარიამ მარჯანიშვილი //ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ყოველთვიური ჟურნალი. თბილისი, 2019.- N 9 (105).- გვ. 44-50 (dspace.nplg.gov.ge)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |