The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მათე კერესელიძე

მათე კერესელიძე
Date of birth:18??
Date of death:9 November, 1896
Burial location:კუკიის სასაფლაო, თბილისი
Category:Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სადმელი, ამბროლაურის რაიონი.

სწავლობდა სასულიერო სასწავლებელში, როგორც ნიჭიერ და მონდომებულ სტუდენტს გაბრიელ ეპისკოპოსი საკუთარი სახსრებით უხდიდა სტიპენდიას. გაბრიელ ეპისკოპოსის დახმარებით ჩაირიცხა რუსეთის სასულიერო აკადემიაში, სადაც დაწერა თემა "Предмет верования Русских", ამ თემაში მოყვანილი საარქივო მასალებისა და ფაქტების გამო იგი სასულიერო აკადემიიდან გარიცხეს და პოლონეთში გააგზავნეს, შემდეგ ირკუტსკის ოლქსა და ტაშკენტში, სადაც ქმნიდა რევოლუციურ წრეებს, მუშაობდა მეფის რუსეთისა და თვითმპყრობლობის დასამხობად. მან დიდი გაჭირვებით მოახერხა  ტაშკენტიდან ერევანში ჩასვლა და იქიდან თბილისში ჩამოსვლა. მათე კერესელიძე საქართველოში ცხოვრების დროს განაგრძობდა რევოლუციურ საქმიანობას, დაახლოებული იყო ცნობილ ქართველ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან, აქტიურად მონაწილეობდა საზოგადო საქმეებში, ხელს უწყობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობას, ნასესხები ფულით ეხმარებოდა თავისზე  მეტად გაჭირვებულ ხალხს. მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში რევიზორად, თბილისისა და გორის სახაზინო პალატაში ბუღალტრად. მათე კერესელიძე თავისი რევოლუციური წარსულისა და საქმიანობის გამო სამსახურებში წინსვლას და დაწინაურებას ვერ ახერხებდა, მუდმივად განიცდიდა მატერიალურ სიდუხჭირეს, მოულოდნელად გარდაიცვალა ნერვიულობისაგან, დაკრძალა ძმამ, ევგენი კერესელიძემ (ვალით). მიცვალებულ მათე კერესელიძეს წესი აუგეს ეპისკოპოსმა კირიონმა (შემდეგ კათალიკოს-პატრიარქი) და დეკანოზმა ვასილ კარბელაშვილმა. დაკრძალვას ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ანტონ ფურცელაძე, ნიკო ლომოური, დავით სარაჯიშვილი, ზაქარია ჭიჭინაძე; კუკიის სასაფლაოზე სიტყვა წარმოთქვა ილია ჭავჭავაძემ. იოსებ იმედაშვილმა მათე კერესელიძის საფლავზე დადგა მატური (საფლავის ძეგლის ტიპი, რომელშიც იგულისხმება მრავალფეროვანი "ფეხზემდგომი" ძეგლები), რომელიც 1930 წელს გაიძარცვა. გიორგი და ლეო კერესელიძეების მამა, მათე, ლეო (ლულუ), მარიამ კერესელიძეების ბაბუა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.635; გოლგოთის გზაზე მავალი : მათე კერესელიძის ეპისტოლეების მიხედვით / მარიამ მარჯანიშვილი // ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ყოველთვიური ჟურნალი.-თბილისი, 2019.- N 9 (105).- გვ. 44-50 (dspace.nplg.gov.ge)  


Share: