The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მირიან მელუა

მირიან მელუა
დაბადების თარიღი:28 აპრილი, 1942
გარდაცვ. თარიღი:აპრილი, 2021  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:ინჟინერი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ლევილი, საფრანგეთი.

დაიბადა ქაქუცა ჩოლოყაშვილის "შეფიცულთა რაზმის" წევრის მირიან მელუას ოჯახში. მირიან მელუას მამა მირიან მელუა (1903-1991) სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იყო როცა ის 1924 წელს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის "შეფიცულთა რაზმის" წევრობისთვის დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს (იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი). გათავისუფლების შემდეგ, მან მოახერხა საფრანგეთში ემიგრაციაში წასვლა და 1936 წელს ცოლად შეირთო ასევე პოლიტიკური ემიგრანტის შვილი მარიამ ბარნოვი (1913-1999). მირიან მელუამ (მამა) შალვა სკამკოჩაიშვილთან ერთად, 1948 წელს, პარიზში გამოსცა "ქართული ლექსიკონი". მირიან მელუას (შვილი) კარიერა წარმატებული იყო როგორც სამეცნიერო-ტექნიკური მიმართულებით, ასევე საინფორმაციო საშუალებებში მოღვაწეობის მიმართულებით. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა მსხვილ კომპანიებში (IBM, Banque "Populaire", BNP Paribas), იყო საქართველოს შესახებ საინფორმაციო პორტალის "Info brèves Géorgie"-ს დამფუძნებელი, რედაქტორი და ასევე ინტერნეტ- საინფორმაციო საძიებო გვერდის colisee.org- ის ავტორი. ნაყოფიერად თანამშრომლობდა სახელმწიფო ინსტიტუტებთან, როგორც საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების ხაზით, ასევე ქართველი ემიგრანტების შესახებ კატალოგებისა და დოკუმენტური მასალების შექმნის მხრივ. 2003 წელს, თავის ძმასთან-ლუკა მელუასთან (MÉLOUA LUCIEN- ინჟინერი, ჟურნალისტი, 1936-2010) ერთად, გამოსცა წიგნი "ლევილ სურ ორჟი და საქართველო, საერთო ისტორია"; ამავე წელს ძმებმა და კლოდ პარმენტიემ საფუძველი ჩაუყარეს ტრადიციულ დღესასწაულს: "ლევილ სურ ორჟის ფრანგულ-ქართული დღეები". მირიან მელუას დახმარებით რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი დაბრუნდა საქართველოში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მირიან მელუამ (დასთან ელენე მელუასთან ერთად) გადასცა კარლო ჩხეიძისა და მისი ოჯახის წევრების დიპლომატიური პასპორტები და სხვა დოკუმენტები. პუბლიცისტ მირიან მელუას შვილი, საფრანგეთში ქართული პოლიტიკური ემიგრაციის გამორჩეული წარმომადგენელი. 

წყარო: Académie géorgienne-française = ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია: facebook.com 


გააზიარე: