The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი მელაძე

გივი მელაძე
Date of birth:7 April, 1919
Date of death:13 December, 1999  (at 80 years)
Burial location:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Diplomat, Public official, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მათხოჯი, ხონის (წულუკიძის) რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს და იმავე წელს ენათმეცნიერის, აკადემიკოს აკაკი შანიძის ხელმძღვანელობით, სწავლა განაგრძო ასპირანტურაში ქართული ენის კათედრაზე.

1944-1946 წლებში სწავლობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის მოსკოვის უმაღლეს დიპლომატიურ სკოლაში (აკადემია); სწავლების დასრულების შემდეგ, მიენიჭა ატაშეს დიპლომატიური რანგი და 1946-1947 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბეჭდური სიტყვის განყოფილებაში; 1947-1951 წლებში იყო ბელგიაში საბჭოთა კავშირის საელჩოს პრეს-ატაშე; დიპლომატიური მისიის დასრულებისას მიენიჭა მეორე მდივნის დიპლომატიური რანგი და მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბეჭდური სიტყვის განყოფილებაში; 1951 წლის ბოლოს საქართველოში დაბრუნდა; მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაზეთ "კომუნისტის" რედაქტორის მოადგილედ მუშაობდა; სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებზე; 1954-1957 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ვასილ მჟავანაძის თანაშემწე; 1958-1959 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეცნიერების, განათლებისა და კულტურის განყოფილებას; 1959 წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდა დიპლომატიურ ასპარეზს და 1962 წლის ბოლომდე, პირველი მდივნის დიპლომატიურ რანგში, მუშაობდა იუნესკოს საბჭოთა კავშირის წარმომადგენლობაში (საფრანგეთი, პარიზი); 1963 წლიდან საქართველოშია. ერთი წლის განმავლობაში იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან და მინისტრთა საბჭოსთან არსებული პარტიული და სახალხო კონტროლის სახელმწიფო კომიტეტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განყოფილების გამგე; 1964-1969 წლებში იყო ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1968-1969 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უძღვებოდა საზღვარგარეთის ჟურნალისტიკის სალექციო კურსს; 1969 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; 1969 წლის აგვისტოში აირჩიეს საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარედ; ამ პოსტზე ის ოცი წლის განმავლობა მუშაობდა; ემსახურებოდა ქართული კულტურისა და ხელოვნების საზღვარგარეთ პოპულარიზაციას და 1969-1988 წლებში, მისი უშუალო ხელმძღვანელობით, ევროპის, ახლო და შორეული აზიის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკის, სამოცამდე ქვეყანაში გაიმართა საქართველოს კულტურის დეკადა. სხვადასხვა დროს დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით, მედლებითა და სიგელებით. ხელოვნებათმცოდნისა და ჟურნალისტის ვალია ხაზალიას მეუღლე.

Awards and Honors

  • ხალხთა მეგობრობის ორდენი (საბჭოთა კავშირის)
  • ღირსების ორდენი

Share: