შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატალია ბაგრატიონ-მუხრანელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ყირიმი. დაიბადა კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელისა და ტატიანა რომანოვას (იღუმენია თამარი) ოჯახში. მამა, კონსატანტინე ბაგრატიონ-მუხრანელი პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წლის 19 მაისს სამხრეთ–დასავლეთ ფრონტზე, გალიციაში დაიღუპა. ტატიანა რომანოვა 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, შვილებთან ერთად უცხოეთში გაიქცა და ჯერ რუმინეთში, იქიდან კი შვეიცარიაში ჩავიდა. ნატალია ბაგრატიონ–მუხრანელი 1944 წელს ცოლად გაჰყვა ცნობილ ინგლისელ დიპლომატს, პოეტსა და მთარგმნელს სერ ჩარლზ ჰეპბერნ–ჯონსტონს. კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელისა და ტატიანა რომანოვას (იღუმენია თამარი) შვილი, თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელის და. წყარო: გართობის დრო: funtime.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |