შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კლარა ბარათაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: უზბეკეთი. დაამთავრა ლენინგრადის საინჟინრო სამშენებლო ინსტიტუტი 1974 წელს. დაიბადა დეპორტაციაში, სკოლა აზერბაიჯანში დაამთავრა. 1989 წელს დაბრუნდა საქართველოში. დაკავებული იყო დეპორტირებული მესხების, ეროვნული უმცირესობებისა და იძულებითი მიგრაციის საკითხებით. ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციას "ლატიფშას ბარათაშვილის ფონდს", შემდეგ კი კავშირს "პატრია". გამოდიოდა ბეჭდვით ორგანოებში, საერთაშორისო და სამეცნიერო კონფერენციებზე, იყო ჟურნალ "კავკაზსკი აქცენტი"-სა და ინტერნეტ-გამოცემა "კავკასსკი უზელ"-ის კორესპონდენტი. აი, რას წერდა ის საკუთარ თავზე: "ჩემი ძირითადი შემოქმედება ჩემი ცხოვრებაა განვიცადე დევნა, ვშიმშილობდი, მციოდა. ავადმყოფობდი და მიჭირდა. კარგად ვიცი პროგრესის ფასი, დიდია განსხვავება სამშობლოდან შორს და მშობლიურ მიწაზე ყოფნას შორის. უცხო მხარეში შენთვის მხოლოდ აწმყო არსებობს, შინ კი წარსულიც გაქვს და მომავალიც გრძნობ კავშირს მშობლიურ მიწასთან. პოულობ შენს ფესვებს და ამაოდ არ ირჯები სხვა სამყაროების ძებნაში, შეიცნობ საკუთარ თავს და იმკვიდრებ შენს ადგილს სამყაროში". ლატიფშაჰ ბარათაშვილის ქალიშვილი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |