The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კოტე კვალიაშვილი

კოტე კვალიაშვილი
Legal name:კონსტანტინე კვალიაშვილი
Other name:კოწო კვალიაშვილი
Date of birth:1906
Date of death:1992  (at 86 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო, აზერბაიჯანი.

კოტე კვალიაშვილის ოჯახი წარმოშობით გორიდან იყო, 1918 წელს აზერბაიჯანიდან  საქართველოში დაბრუნდა. კოტე კვალიაშვილმა სპეციალური განათლება მიიღო თბილისში. იგი იყო მოსე თოიძისა და ვალერიან სიდამონ-ერისთავის მოწაფე. კოტე კვალიაშვილმა მთელი თავისი შემოქმედება დაუკავშირა თეატრსა და კინოს, ქართულ კინოსტუდიას. იყო ქართული ფილმების "ქაჯანა", "გიორგი სააკაძე", "ქეთო და კოტე" მხატვარი. მას დიდი წვლილი მიუძღვის უკვდავი კინოკომედიის "ქეთო და კოტე" შექმნაში და მის წარმატებაში. კინოსა და თეატრის გარდა, კოტე კვალიაშვილის შთაგონების წყარო მშობლიური ქალაქის ტრადიციული ყოფა იყო. მის შემოქმედებაში აისახა მხატვრის მეხსიერებაში შემონახული ძველი გორი, მისი უბნები და ისტორიული ძეგლები, რომლებიც ჯერ კიდევ ამშვენებდა XX საუკუნის 40-50-იანი წლების გორს. მისი შემოქმედება ძირითადად XX საუკუნის 50-იან 60-იან წლებში ვითარდება. კოტე კვალიაშვილი ხატავდა ტრადიციულ დღესასწაულებს, ოფიციალურ შენობებს, საცხოვრებელ სახლებს, უბრალო გლეხებს, ქუჩაში მოსეირნე მაღალი სოციალური წრის წარმომადგენლებს, მდინარეზე ტივით მოცურავე მეთევზეებს. მისი ნახატების მეშვეობით დამთვალიერებელი თითქოს დროში მოგზაურობს, XX საუკუნის შუა ხანების ატმოსფეროსა და განწყობას შეიგრძნობს. მხატვარი პორტრეტებში ნაკვთების ზუსტ გადმოცემასთან ერთად გმირის სულიერი განწყობის, მისი განცდებისა და ემოციების ასახვასაც ახერხებდა. კომპოზიტორ მარიკო კვალიაშვილის მამა. თეატრისა და კინოს მხატვრი.

წყარო: კოტე კვალიაშვილი : მხატვრის შემოქმედებითი პორტრეტი / მ. ნაღებაშვილი // საბჭოთა ხელოვნება.-თბ.,1962.- N12.-გვ.59-60; youtube.com; ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი: facebook.com

Bibliography


Share: