Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ფერაძე![]()
Biographyმუშაობდა სტატისტიკის დარგში; იყო საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომისიის რწმუნებულის მოადგილე და სტატისტიკის სამმართველოს უფროსი; დიდი სახალხო სამეურნეო მნიშვნელობის არც ერთი სტატისტიკური სამუშაო არ შესრულებულა, რომ მას ამ საქმეში მონაწილეობა არ მიეღოს; 1942 წლის 1 იანვრიდან იყო საქართველოს სსრ სახელმწიფო სტატისტიკის სამმართველოს ხელმძღვანელი და შეძლო მოეწყო თავისი კოლექტივის ზუსტი და შეუფერხებელი მუშაობა. უკანასკნელ წლებში საქართველოს სტატისტიკას უცვლელად ეკავა სსრ კავშირში ერთერთი პირველი ადგილი. გ. ფერაძე იყო მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი და საქართველოს კპ თბილისის კიროვის რაიკომის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე. მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები, მათ შორის სამკერდე ნიშანი "სოციალისტური აღრიცხვის წარჩინებული". ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ილია ფერაძის შვილი, ირაკლი და ბიძინა ფერაძეების ძმა, ცნობილი ხელოვნებათმცოდნე თენგიზ ფერაძის მამა. წყარო: მწერალ ილია ფერაძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |