შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ფერაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სპეციალობით 1953 წელს. 1953-1963წწ. სამეცნიერო სამუშაოს ეწეოდა უნივერსიტეტსა და სახელმწიფი მუზეუმში; 1963-1973წწ. იყო თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის დოცენტი, გამგის მოადგილე; 1973-1980წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კულტურის გამგის მოადგილე; 1980-1987წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1987-1992წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი; თ. ფერაძე იყო ახალი და უახლესი ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი 50-მდე სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიის, მრავალი საგაზეთო და ტელე-პუბლიკაციის ავტორი, სამეცნიერო საბჭოებისა სექციების წევრი და ხელმძღვანელი, თანამედროვე ქართული ხელოვნების და არქიტექტურის პრობლემათა მეცნიერული კვლევის სექტორის ხელმძღვანელი; 1997 წლიდან დაინიშნა ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილედ. პროფესორი, სტატისტიკის დამსახურებული მუშაკის გიორგი ფერაძის შვილი. წყარო: მწერალ ილია ფერაძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |