The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სიმონ ხეჩინაშვილი

სიმონ ხეჩინაშვილი
Other name:სიმონ ხეტჩინოვი
სიმონ ხეჩინოვი
Date of birth:1859
Date of death:1925  (at 66 years)
Burial location:ქუთაისი
Category:Medical Doctor, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1879 წელს; მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1884 წელს.

სამედიცინო საქმე საფუძვლიანად შეისწავლა საფრანგეთში, გერმანიასა და შვედეთში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ძირითადად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქუთაისში. სხვადასხვა დროს იყო ქუთაისში ქალაქის ამბულატორიის, გიმნაზიის ექიმი, ქუთაისის სამედიცინო საზოგადოების თავმჯდომარე. მისი ინიციატივით (დ. ნაზარიშვილთან და გ. გოკიელთან ერთად) ქუთაისში აშენდა 250 საწოლიანი საავადმყოფო. უსასყიდლოდ მკურნალობდა ქუთაისის თეატრის დასს, დასავლეთ საქართველოს ღარიბ მოსახლეობას, კითხულობდა საგანმანათლებლო ლექციებს სამედიცინო თემებზე. მისი პუბლიკაციები ხშირად იბეჭდებოდა საქართველოს იმდროინდელ პრესაში. 1905 წლის ქართველთა შორის წერა - კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, სიმონ ივანეს ძე ხეჩინაშვილი ქუთაისის სკოლაში ცხრამეტი წელი ასწავლიდა, ხოლო 1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ "ივერიის" ცნობით, მკურნალი სიმონ ხეჩინაშვილი (ხეჩინოვი) ქუთაისის სათათბიროს მესამე თანრიგის ხმოსნად აირჩიეს. 1925 წელს ბერლინში სამკურნალოდ ჩავიდა და მიუხედავად თირკმელების წარმატებული ოპერაციისა რამდენიმე დღეში იქვე გარდაიცვალა. ახალციხელ კათოლიკეთა ოჯახიდან, მარუსა (მარიამ) ხეჩინაშვილი-მარგველაშვილის მამა, ოტორინოლარინგოლოგ სიმონ ხეჩინაშვილის ბაბუა.

წყარო:  ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ.95-99

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილება, გამგეობის წევრი (1912-)
  • ქუთაისის გუბერნიის ღარიბ სტუდენტთა დამხმარე საზოგადოება, თავმჯდომარე
  • ქუთაისის სამედიცინო საზოგადოება, თავმჯდომარე (1901-)

Share: