შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვადიმ ლექვინაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთვარა ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1954 წელს. მუშაობდა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფეოდალური ხანის არქეოლოგიის განყოფილებაში. 1957 წლიდან რეგულარულად მონაწილეობდა არქეოლოგიური ექსპედიციების საველე მუშაობაში. 1972 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილებას, იმავდროულად იყო კლასიკური და ქართული მონეტების ძირითადი და სადუპლეტო ფონდების მცველი. ვადიმ ლექვინაძე იყო მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომლებიც უმეტესად გამოქვეყნებულია სსრკ ცენტრალურ სამეცნიერო პერიოდიკაში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის "მაცნესა" და ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის "მოამბეში". სტატიები ეხება გვიანი ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების საქართველოს ნივთიერი კულტურის ისტორიის საკითხებს (ოქრომჭედლობა, კერამიკული წარმოება, სამშენებლო ხელოვნება და სხვ). ვ. ლექვინაძის კვლევის უმთავრესი ობიექტი იყო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული I–VII საუკუნეების მონუმენტური ხუროთმოძღვრების ძეგლები, ციხესიმაგრეები, ტაძრები. აღსანიშნავია დრანდის გუმბათიანი ტაძრის, ბიჭვინთის უძველესი საეპისკოპოსო კათედრალისა და მისი მოზაიკის კვლევები. მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე განლაგებული რომაული ციხესიმაგრეების სისტემის შესწავლამ, რომელიც პონტოს ლიმესის სახელით შეიტანა სამეცნიერო მიმოქცევაში. გამოქვეყნებული აქვს შემდეგი ნაშრომები: "რუსთაველის ხანის ოქრომჭედლობის ძეგლები" (საბჭოთა ხელოვნება, 1966, №9), "По поводу римских крепостей в Восточном Причерноморье" (Сообщения АН ГССР, 1965, т. 40), "Понтийский лимес" (Вестник древней истории, 1969, №2), "О древнейшей базилике Питиунта и её мозайках", იქვე, 1970, №2), "Гантиадская базилика"( Советская археология, 1970, в. 3), "Богатое погребение конца IV века из Уреки (Грузия)", იქვე, 1975, в. 4). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1972), ცნობილი ზოოლოგის ჰანს რეკის შვილი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; ქართულ - გერმანული არქივი: german-georgian.archive.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.348
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |