Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ დადიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაიბადა პოეტისა და პუბლიცისტის, ნიკოლოზ (კოკი) დადიანის (1878-1939) და ნინო (ლაისო) მიქელაძის ოჯახში. პირველი ქართული სამხედრო ნაწილი, სადაც ჩაირიცხა იყო დავით მიქელაძის ცხენოსანთა ასეული. ისინი ერთად მონაწილეობდნენ იმ პერიოდის ყველა ანტიეროვნული ამბოხების ჩაქრობაში, ამ ასეულის დაშლის შემდეგ, 1918 წლის გაზაფხულზე, მიხეილ დადიანი ილიკო მამულაიშვილის ასეულში ჩაირიცხა და 1919 წლის სექტემბერში თბილისის სამხედრო (იუნკერთა) სკოლის სტუდენტი გახდა. 1921 წლის თებერვალში, სხვა იუნკრებთან ერთად, მიხეილ დადიანი თბილისის მისადგომებს, კოჯორ-ტაბახმელასთან იცავდა. 1921 წლის მარტში, ოჯახთან და სხვა იუნკრებთან ერთად, სამშობლო დატოვა. საქართველოს დევნილი მთავრობა დაეხმარა საზღვარგარეთ სამხედრო სასწავლებელში მოწყობაში. ვარშავის სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მიხეილ დადიანი პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცერი, კავალერიის ლეიტენანტი გახდა. 1930-იან წლებში ვარშავიდან პარიზში გადავიდა, სადაც ჰენესის საცხენოსნო კომპლექსში ინსტრუქტორად მუშაობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა გერმანიის მხარეს, ბერგმანის ბატალიონის ლეიტენანტი იყო და საბჭოთა რეჟიმის დამარცხებაზე ოცნებობდა. ომის დასრულების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, მუშაობდა "ამერიკის ხმაში", სადაც იყო ქართული ენის რედაქტორი. მიხეილ დადიანი ქართულ ემიგრანტულ გამოცემებში მიხა წყემელის ფსევდონიმით ლექსებს აქვეყნებდა. 1976 წელს, პარიზში გამომავალ ჟურნალ "კავკასიონში" დაიბეჭდა მისი მოგონებები "რაც მახსოვს", სადაც მოთხრობილია საქართველოში გატარებულ ბავშვობაზე, წინაპრებზე, ქართულ ჯარზე და საქართველოს ოკუპაციაზე. მიხეილ დადიანი ცხოვრობდა ვაშინგტონის გარეუბანში, არლინგტონში, დაკრძალულია მეუღლესთან, თინა გომართელთან ვაშინგტონის კენედის სახელობის სასაფლაოზე. კოკი დადინის შვილი, ბაბო დადიანის ძმა, ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი. წყარო: ლეიტენანტი მიხეილ დადიანი : ყოველკვირეული ლიტერატურულ-პუბლიცისტური ჩანართი N 53 : საოჯახო ალბომი : კვირაძალს საკითხავი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2006. - 22 აპრილი. - N80 (5418). - 8,9 გვ.; რაც მახსოვს : 1921 წლის თებერვალში საქართველოს ოკუპაციის თვითმხილველის მ. დადიანის მოგონებანი / მიხეილ დადიანი // თეატრი და ცხოვრება.-1991. N2.-გვ.42-46
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |