Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი ჩიჯავაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კისისხევი, თელავის რაიონი. დაამთავრა პარიზში სორბონის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი მებაღეობა-მეღვინეობის სპეციალობით. 1906 წელს საქართველოში დაბრუნდა, როგორც უკვე გამოცდილი აგრონომ-მეღვინე. მუშაობდა ვარციხის ღვინის ქარხანაში, სადაც ხელმძღვანელობდა შამპანური ღვინის წარმოებას. დიდი ხნის განმავლობაში იყო "სამტრესტის" სხვადასხვა საწარმოთა მთავარი მეღვინე, როგორც სპეციალისტი-ტექნოლოგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ირაკლი ჩიჯავაძის დამსახურების აღსანიშნავად, აგრონომ-მეღვინეთა საზოგადოებამ მას 1928 წელს საიუბილეო საღამო გაუმართა. სოფიო ჩიჯავაძე-კედიას და ლონგინოზ ჩიჯავაძის ძმა, ცნობილი ვიოლონჩელისტის ალექსანდრე ჩიჯავაძის მამა. აგრონომი, მეღვინე. წყარო: ირაკლი ჩიჯავაძე : აგრონომისა და მეღვინის ი. ჩიჯავაძის (1882-1935) ბიოგრაფია / ჩიჯავაძე, ნინო // ვაზი და ღვინო.-თბილისი, 2000.- N1-2.-გვ.62-63
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |