The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლონგინოზ ჩიჯავაძე

სხვა სახელი:ლელო ჩიჯავაძე
ლონგო ჩიჯავაძე
დაბადების თარიღი:1889
გარდაცვ. თარიღი:1937  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კისისხევი, თელავის რაიონი.

1917-1921 წლებში მსახურობდა მენშევიკურ გვარდიაში პორუჩიკის წოდებით; აქტიურ მონაწილეობას იღებდა წითელი არმიის წინააღმდეგ გამოსვლებში; ლონგინოზ ჩიჯავაძემ საინჟინრო განათლება ბელგიაში, ბრიუსელში მიიღო. მის მიერ აშენებულ ობიქტებს შორის გამორჩეულია ხრამჰესის ჰიდროელექტროსადგური; 1937 წელს დააპატიმრეს, დაპატიმრების მომენტისათვის იყო ხრამჰესის მომარაგების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე. მას ბრალად ედებოდა, რომ იყო მემარჯვენე კონტრრევოლუციურ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი, რომელშიც გადაიბირა აწ უკვე გასამართლებულმა კონტრრევოლუციონერმა ვლადიმერ გაბრიელის ძე ჯიქიამ, რომლის დავალებითაც ლონგინოზ ჩიჯავაძე ეწეოდა აქტიურ ძირგამომთხრელ საქმიანობას ხრამჰესის მშენებლობაზე. გაასამართლეს და დახვრიტეს იმავე წელს. სოფიო-ჩიჯავაძე-კედიას და ირაკლი ჩიჯავაძის ძმა, ეთნო-მუსიკოლოგ ოთარ ჩიჯავაძის მამა. რეპრესირებული.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge;   ge.openlist.wiki; ნასმენ-ნახული : მოგონებები / ჩიჯავაძე-კედია სოფიო - პარიზი, ქართ.-ევროპ. ინ-ტი, 2002. - 632გვ.



გააზიარე: