შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ სუხიტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კარალეთი, გორის მუნიციპალიტეტი. სავალდებულო სამსახური გორის ჯავშანსატანკო ბაზაზე მოიხადა. 2005 წლიდან კონტრაქტით იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, გორის ჯავშანსატანკო ბაზაზე მსახურობდა. 406-ე ტანკი ეკიპაჟიანად გაანადგურა, მემიზნე ოპერატორი ოთარ სუხიტაშვილი იყო (406-ე ტანკის ეკიპაჟის სამივე წევრი დაიკარგა). 2022 წელს, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს ოთარ სუხიტაშვილის ხსოვნის უკვდასაყოფად, კარალეთის სკოლასა და კარალეთის სკვერს მისი სახელი მიენიჭა. ითვლებოდა უგზო–უკვლოდ დაკარგულად, რამდენიმე წლის წინ სახელმწიფომ ოთარ სუხიტაშვილი და მისი მეგობრები დაღუპულებად გამოაცხადა. კაპრალი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.227-228; რადიო თავისუფლება: radiotavisupleba.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |