The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იეჟი არონიშიძე

Legal name:იურეკ არონიშიძე
Date of birth:9 November, 1927
Date of death:28 September, 1998  (at 70 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტორუნი, პოლონეთი.

დაამთავრა გდინიის პოლიტიექნიკური ინსტიტუტი.

ქართულ-პოლონური საზოგადოების დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 12 წლამდე იზრდებოდა ქ. ტორუნში. გერმანელთა მიერ ვარშავის ოკუპაციის დროს 13-14 წლის იეჟი უდიდეს დახმარებას უწვდა არმია კრაიოვას მებრძოლებს – იარაღით მომარაგება იქნებოდა ეს, ტყვია-წამლის გადატან-გადმოტნა თუ სხვა რამ. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მან ჯერ ლოძის მექანიკის ტექნიკუმი, შემდეგ გდინიის პოლიტიექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა. სწავლის პარალელურად გდინიის ნავსადგურში მუშაობდა. რამდენიმე წლის შემდეგ ლოძში გადავიდა საცხოვრებლად და ინვესტიციების დაპროექტების სფეროში დაიწყო მუშაობა. მან განსაკუთრებული სიყვარულით მოკიდა ხელი საქართველო-პოლონეთის საზოგადოების შექმნას. იგი სათუთად ეპყრობოდა ყველაფერს, რაც საქართველოსთან იყო დაკავშირებული. ამის შედეგია თუნდაც ის, რომ მისის ბინა სავსეა სამახსოვრო საჩუქრებით საქართველოდან. 1979 წელს იეჟი მეუღლესთან ერთად პირველად ესტუმრა საქართელოს. მშობლიურ სოფელ კონჩკათში მას ჯერ კიდევ ცოცხალი დახვდა მამის უმცროსი ძმა. საქართველო მეორე მოგზაურობისას შემოიარა. ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი და პოლონეთში ემიგრირებული მაიორ არტემ არონიშიძის შვილი.

წყარო: ჩემი ძმა იეჟი არონიშიძე / ქართველები პოლონეთში / ამბროსი გრიშიკაშვილი.-თბ.,2008.-გვ.136-141


Share: