The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით მახათელი

დავით მახათელი
Date of birth:15 May, 1975  (49 years)
Category:Dancer, Educator, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (პედაგოგები: ნ. მახათელი, ვ. ჭაბუკიანი, ლ. მხითარიანი, ბ. რახმანინი, ჰ. ზამუელი). მან მონაწილეობა მიიღო ლოზანას ახალგაზრდა მოცეკვავეთა საერთაშ. კონკურსზე ("The Prix de Lausanne"), მოიპოვა I პრემია და პრიზი, რამაც ლონდონის კოვენტ-გარდენის საბალეტო სკოლაში უფასოდ სწავლის შესაძლებლობა მისცა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ცეკვავდა ბირმინგემის სამეფო თეატრში, ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის, იაპონიის, ჩინეთის, ევროპის, აშშ-ის თეატრების სცენაზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, პანამის ნაციონალურ ბალეტში. 1996 წელს მიიწვიეს ჰიუსტონის საბალეტო დასში, 2001–2002წწ. ამავე დასის, 2003–2012წწ. კი – ლონდონის კოვენტ-გარდენის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტია; 2007 წლიდან – საბალეტო დასის ხელმძღვანელი, ასევე არის თავისივე დაარსებული სააგენტო D&D Art Productions-ის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. თანამშრომლობს მოსკოვის დიდი თეატრის, სანქ-პეტერბურგის, პარიზის, ინგლისის სამეფო და სხვა წამყვანი თეატრების არტისტებთან, აწყობს გალა-კონცერტებს, საერთაშორისო კონფერენციებს, სიმპოზიუმებს და სხვ. არის მრავალი საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი. მის რეპერტუარშია ლ. მინკუსის "ბაიადერა", პ. ჩაიკოვს", "კონკია"; "ონეგინი" (მუსიკა პ. ჩაიკოვსკის) და სხვ. მას, როგორც პედაგოგს, ხშირად იწვევენ მსოფლიო წამყვან საბალეტო დასები (დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ფინეთი, შვედეთი). მისი მშობლები იყვნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის მოცეკვავეები – ნ. მახათელი და მ. ლოლაძე. მისი და არის ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის პრიმა-ბალერინა მაია მახათელი. ბალეტის მოცეკვავე.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 615


Share: