შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
საშა ბეთანელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1941 წელს. 1941 წლიდან ქუთაისის რკინიგზის საავადმყოფო გასამხედროებული ყოფილა და მას იქ დაუწყია მუშაობა ქირურგად. თავდაპირველად გამოცდილ ქირურგებს უწევდა ასისტირებას და სულ რაღაც რვა თვეში დამოუკიდებლად მიუციათ ოპერაციების კეთების უფლება. 1951-1954წწ. ქუთაისის N1 საავადმყოფოს ქირურგად მუშაობდა; 1951-1953წწ. იყო ქუთაისის ოლქის ჯანდაცვის მთავარი ქირურგი; 1954-1961წწ. ქ. ქუთაისის ჯანგანის მთავარი ქირურგი; 1961-1963წწ. ქ. ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების უფროსი. კლინიკაში მუშაობის პარალელურად მეცნიერულ საქმიანობას ეწეოდა: 32 წლის ასაკში (1952). დაიცვა საკანდიდატო და 42 წლის ასაკში (1962) სადოქტორო დისერტაციები. 1965 წელს საშა ბეთანელი თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის აბდომინალური ქირურგიის კათედრის პროფესორად აირჩიეს და იძულებული გახდა, ოჯახთან ერთად თბილისში გადმოსახლებულიყო. 1989 წელს ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელად გადავიდა, სადაც 2010 წლამდე იმუშავა. დაწერა მონოგრაფია "ჰემატოლოგია ქირურგებისათვის", რომლის გამოცემაც თავის სიცოცხლეში ვერ მოასწრო. ჰემატოლოგიის ინსტიტუტის პარალელურად, 1997-2007წწ. ის იყო თბილისის ომის ვეტერანთა ჰოსპიტლის მთავარი ქირურგი. 50 წელზე მეტი ეწეოდა კლინიკურ, სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. დაწერილი აქვს უამრავი სტატია, რომელიც ქართულ და საკავშირო წამყვან ქირურგიულ ჟურნალებში იბეჭდებოდა. იყო 273 სამეცნიერო ნაშრომის და 11 მონოგრაფიის ავტორი. მას აღწერილი აქვს 12 ახალი სიმპტომი და სინდრომი ქირურგიაში, არის ოთხი დაპატენტებული გამოგონების ავტორი. 2012 წლის 29 ივნისს, დაბადების 92 წლის იუბილეზე საქართველოს ექიმთა ასოციაციამ ალექსანდრე ბეთანელი საპატიო წევრად აირჩია და საპატიო მედალი გადასცა ქართული მედიცინის განვითარებაში გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს მადლობის სიგელები ქართულ ქირურგიაში გაწეული ღვაწლისთვის. ქირურგი. სოფიო კოსტანაშვილი - ბეთანელის შვილი. წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ.155-168 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |