Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტუშკი მირაქიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1941 წელს. 1942 წლიდან დაიწყო მუშაობა თბილისში ოტორინოლარინგოლოგად გამოჩენილი სპეციალისტის ნიკოლოზ ასპისოვის კლინიკაში, სადაც წარმატებით ეწეოდა როგორც კლინიკურ, ისე პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1945-1950წწ. ასრულებდა კათედრის ასისტენტის მოვალეობას. 1951 წელს მიავლინეს წყალტუბოში, ხელმძღვანელობდა ოტოლარინგოლოგიური დახმარების ორგანიზაციას კურორტის სამკურნალო დაწესებულებებში. 1952 წელს დაბრუნდა თბილისში, რესპუბლიკის ცენტრალული კლინიკური სავადმყოფოს ოტორინოლარინგოლოგიურ კლინიკაში. 1950 წლიდან, პარალელურად იყო წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის კონსულტანტ-ლარინგოლოგი. 1962 წლიდან მუშაობა დაიწყო IV სამმართველოს საავადმყოფო-პოლიკლინიკაში ოტოლარიგოლოგიური განყოფილების გამგედ. აღნიშნული დაწესებულების რეორგანიზაციის შემდეგ საქმიანობა განაგრძო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო-სამეცნიერო ცენტრში (მაშინდელ "ლეჩკომბინატში"), სადაც მრავალი ათეული წელი გაატარა. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. ბონა მირაქიშვილის შვილი. წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ.183-190 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |