შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაჰმუდ-შევქეთ-ფაშა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაღდადი (ერაყი). დაამთავრა სტამბოლის სამხედრო აკადემია. წარმოშობით ქართველი, პაპამისი გადასახლდა ტფილისიდან ერაყში, სადაც რამოდენიმე თაობას ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები. მუჰამედ-შევქეთ-ფაშა 1882 წლიდან სამხედრო სამსახურში იყო. რამოდენიმე ხანს სწავლობდა სამხედრო საქმეს საფრანგეთში, მსახურობდა კრიტზე, შემდეგ მოღვაწეობდა სამხედრო აკადემიაში. მუშაობდა ფონ დერ გოლცთან ერთად, იყო გერმანიაში იარაღის შესყიდვების კომისიის შემადგენლობაში. 1899 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება და დაინიშნა საგამოცდო კომისიის თავმჯდომარედ სამხედრო აკადემიაში. 1905 წელს დაინიშნა კოსოვოს გუბერნატორად. ახალგაზრდა თურქთა რევოლუციის შემდეგ დაინიშნა მე-3 არმიის სარდლად, რომელიც ბაზირებდა თესალონიკში. პუტჩის ჩახშობის შემდეგ ჩაუდგა სათავეში "მოქმედების არმიას", რომელმაც აიღო სტამბოლი და ჩაახშო ბუნტი. 1910 წელს მაჰმუდ შევქეთი გახდა სამხედრო მინისტრი და I, II, III არმიების გენერალური ინსპექტორი. მას მოუწია ალბანეთსა და არაბეთში აჯანყებების ჩახშობა. 1911 წელს მან შექმნა ოსმალეთის სამხედრო საჰაერო ძალები. იტალიასთან ომში მარცხის შედეგად, 1912 წლის ივლისში, მოუწია სამხედრო მინისტრის პოსტის დატოვება (ეს პოსტი დაიკავა ნაზიმ ფაშამ). ხელისუფლებაში მოვიდნენ ლიბერალები. ბალკანეთის პირველ ომში ქვეყნის მარცხის შემდეგ, ახალგაზრდა თურქებმა ისევ ჩაიგდეს ხელისუფლების სადავეები ხელში და 1913 წლის 23 იანვარს, მაჰმუდ შევქეთ ფაშა დაინიშნა დიდვაზირად, საგარეო საქმეთა და სამხედრო მინისტრად. 1913 წლის 11 ივნისს იგი მოკლა ნაზიმ ფაშას ერთ ერთმა ნათესავმა. ერაყის პრემიერ-მინისტრის ჰიქმეთ სულეიმანის ძმა. გენერალსიმუსი. წყარო: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |