The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი მარღანია

დიმიტრი მარღანია
სხვა სახელი:დიმიტრი მაანი
დაბადების თარიღი:1866
გარდაცვ. თარიღი:1946  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დიმიტრი მარღანია აფხაზური ეკლესიის ცნობილი მღვდელმსახური იყო. ერთადერთი აფხაზთა შორის, რომელსაც პროტოდეკანოზის სასულიერო წოდება მიენიჭა. იგი ცნობილი იყო პედაგოგიური და ლიტერატურული მოღვაწეობით, აფხაზურ ენაზე თარგმნიდა მართლმადიდებლურ, საღვთისმსახურო წიგნებს. პირველმა თარგმნა აფხაზურად "ვეფხისტყაოსანი", ამის გარდა მას ეკუთვნის სკოლებისათვის დიდაქტიკური ხასიათის, ასევე სოფლად სხვადასხვა სახის მეურნეობის სწორად წარმართვისათვის პოპულარული სახელმძღვანელოები, ასევე რუსული სახელმძღვანელოების თარგმანები. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების და ეკლესიების განადგურების შემდეგ დიმიტრი მარღანია ოჩამჩირის სკოლაში აფხაზურ ენას ასწავლიდა. მიღებული ჰქონდა მრავალი ჯილდო. ნაცნობები და თანამშრომლები პროტოდეკანოზ დიმიტრი მარღანიას იხსენებენ, როგორც პრინციპულ და სამართლიან პიროვნებას. იგი მკაცრად ეპყრობოდა ყველას, ვინც სამსახურებრივ თუ მორალურ ვალდებულებებს არღვევდა, ყოველთვის იცავდა ადგილობრივი მოსახლეობის კულტურულ-საგანმანათლებლო ინტერესებს. პეტრე და კონდრატე (კონსტანტინე) მარღანიების მამა.

წყარო: აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Abkhazian aristocracy in exile / ნატო მარშანია.,თბილისი, 2020. გვ.234


გააზიარე: