| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სევერიან ჭოღოშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბზვანი, ვანის რაიონი. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1905 წელს. 1905-1909წწ. მუშაობდა ვიატკის გუბერნიის სალობელიაკის საერო საავადმყოფოს გამგედ; 1909 წლიდან საქართველოში დაბრუნებული შორაპნის მაზრის საავადმყოფოს გამგეა; შემდეგ საჩხერის საავადმყოფოში გადმოვიდა და იმოღვაწევა 1940 წლამდე; იყო აკაკი წერეთლის მეგობარი და მკურნალი ექიმი; მისი ინიციატივით საჩხერეში მოეწყო თეატრი, სამკითხველო, წყალსადენი და სხვა; 1940-1946წწ. თბილისის მე-14 პოლიკლინიკის თერაპევტია. თავისი ნაშრომის სახით "მოგონება აკაკიზე" - დიდი საგანძური დაუტოვა შთამომავლობას. გიორგი ჭოღოშვილის მამა. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.180-181
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

