| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნათელა გზირიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1955 წელს. 1955-1961წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის ლაბორანტი, პროფესორ ალექსანდრე ბაკურაძესთან; 1961-1969წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კარდიოლოგიის ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1969-1972წწ. საქართველოს რესპუბლიკის თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; 1972 წელს საკავშირო უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ მიანიჭა უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის წოდება - "პათოფიზიოლოგიის" სპეციალობით; 1972-1983წწ. საქართველოს ფიზიოლოგიის ინსტიტუტის პრიმატების ქცევის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იწყებს მუშაობას იმ დროისათვის მეცნიერების ახალ დარგში-ნეიროენდოკრინოლოგიაში; 1983-1995წწ. რადიობიოლოგიისა და რადიაციული ფიზიოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1995 წლიდან იგი აკადემიკოსების ივანე ბერიტაშვილისა და პეტრე ქომეთიანის ხელმძღვანელობით აქვეყნებს თავის სამეცნიერო ნაშრომებს; ავტორია 30 დაბეჭდილი ნაშრომისა, მათგან ერთი მონოგრაფიაა, რომელიც ცნობილ პათოფიზიოლოგთან, პროფესორ კონსტანტინე ცინცაძესთან თანაავტორობით დაიბეჭდა რუსულ ენაზე - "სისხლის ქოლესტერინის დონის ქერქული რეგულაცია" (1969, თბილისი); მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სამეცნიერო კონფერენციასა და ყრილობაზე;ცნობილი ბიოლოგი, პათფიზიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1967). ცნობილი უროლოგების ალექსანდრე გზირიშვილისა და თამარ ოჩიგავა-გზირიშვილის შვილი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.817-818 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

