The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო ორჯონიკიძე

სერგო ორჯონიკიძე
Date of birth:19 March, 1947  (79 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Actor/Actress, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1970 წელსმიღებული აქვს  სპეციალიზაცია კარდიოლოგიაში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გავლილი აქვს სრული კურსი კარდიოლოგიას და კარდიოგრაფიაში რუსეთში, მოსკოვის სამეცნიერო კარდიოლოგიურ ცენტრში.

სასწავლებლის დასრულებისთანავე გაანაწილეს გარდაბნის რაიონის ჯანპუნქტის ექიმად. პარალელურად თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში გაიარა სპეციალიზაცია კარდიოლოგიაში, რის შემდეგაც ამავე კათედრის ჯერ უფროსი ლაბორანტის, შემდეგ კი ასისტენტის თანამდებობაზე განაგრძო მუშაობა. ამავდროულად მუშაობდა, როგორც ინტენსიური თერაპიის ექიმი. იყო ულტრაბგერითი გამოკვლევების ერთ-ერთი პიონერი, ხელმძღვანელობდა ახლად ჩამოყალიბებულ ფუნქციურდიაგნოსტიკურ განყოფილებას. იყო თბილისის კარდიოლოგიური კლინიკის დირექტორის მოადგილე და ფუნქციური დიაგნოსტიკის მიმართულების ხელმძღვანელი. 2016 წლიდან არის ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი. დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის კარდიოლოგი. სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის-კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნიერსიტეტის კარდიოლოგიის კურსის პედაგოგი. ამტელ-ჰოსპიტალის-ფუნქციური დიაგნოსტიკისა და ამბულატორიული სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. შ.პ.ს "კარდიოლოგიური კლინიკა"-დირექტორის მოადგილე. ულტრასონოგრაფიის სასწავლო-კვლევითი ცენტრის-ექიმი კარდიოლოგი. მე-4 მთავრი სამმართველოს პოლიკლინიკის ულტრაბგერითი კვლევის კაბინეტის-ექიმი. ქ. თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ინტენსიური ბლოკის კარდიოლოგ-რეანიმატოლოგი. 2017 წელს აირჩიეს საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრად. "Diagnostic Ultrasound"- სარედაქციო საბჭოს წევრი. საქართველოს ექოკარდიოგრაფიული სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე. ჟურნალი "კარდიოლოგია და მედიცინა" სარედაცქიო საბჭოს წევრი. სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო ფორუმების, ეროვნული სამეცნიერო ფორუმების, ეროვნული სამეცნიერო კონფერენციების და სხადახსვა საერთაშორისო კლინიკური კვლევების მონაწილე. 82 სამცნიერო ნაშრომის ავტორი. გადაღებულია ფილმებში: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (ზურიკელა, 1962), "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი" (დათო, 1965). ექიმი-კარდიოლოგი. საქართველოს სახალხო არტისტის მანანა აბაზაძის მეუღლე.

წყარო: დავით ტატიშვილის სახელობის კლინიკა: daclinica.com

Member of Organizations

  • ევროპის ექოკარდიოგრაფიული ასოცაცია, წევრი
  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს დიაბეტისა და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირი, წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი
    ეროვნული მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

Share: