| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით აბამელიქოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. 1421 წელს, საქართველოში გადმოსახლებული სომხური უძველესი გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელთაგანი იყო. 1800 წლის 9 იანვარს, მას შემდეგ რაც სამეფო კარის მღვდლის სომონ ოჰანის-ძე აბამელიქის ქალიშვილი ელენე (1770-1836) გახდა უფლისწულ დავით გიორგის-ძის მეუღლე, ამ გვარის ტფილისური შტო აამაღლეს თავადთა მესამე ხარისხში. დავითი ძმასთან – გენერალ-მაიორ ივანე აბამელიქოვთან (აბამელიქი) ერთად 1797 წელს ჩარიცხეს გვარდიულ არტილერიაში, როტმისტრად. 1798-1812წწ. მსახურობდა ჰუსართა ლაიბ-გვარდიის პოლკში. იყო რა საბრძოლო ოფიცერი, მან თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა სამხედრო სამსახურში. მონაწილეობდა 1805-1807წწ. რუსეთ-საფრანგეთის ომში. იბრძოდა აუსტერლიცთან, გუტშტადტთან, გელსბერგთან. მამაცობისათვის, რომელიც მან გამოიჩინა ფრიდლანდთან ბრძოლისას, 1807 წლის 2 ივნისს, პრუსიის იმპერატორმა დავით აბამელიქი დააჯილდოვა ორდენით -"დამსახურებისათვის" და ოქროს ხმლით "მამაცობისათვის". მონაწილეობდა რუსეთის 1812 წლის სამამულო ომში. მეთაურობდა ჰუსართა ლაიბ-გვარდიის ესკადრონს, 1812 წლის ივნის-ივლისში მიიღო მონაწილეობა ფრანგების წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში - ვოლკომირთან, ოსტროვნოსთან, კუკოვიცთან, იანკოვთან, ხოლო ბოროდინოს ბრძოლის შემდეგ ებრძოდა მოწინააღმდეგეს ტარუტინოსთან, მალოიაროსლავლთან, ვიაზმასთან, დოროგობუჟთან. დაწინაურდა რუსეთის არმიის საზღვარგარეთის ლაშქრობებში საქსონიაში, ლიუცენთან და ბაუცენთან. ძმასთან ერთად შევიდა პარიზში. 1812 წლის 26 იანვარს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1815 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა ტაგანროგის ულანთა პოლკის მეთაურად. 1816 წლიდან მეთაურობდა ბორისოგლებსკის ულანთა პოლკს. 1818 წელს დაინიშნა ულანთა მე-2 დივიზიის მე-2 ბრიგადის მეთაურად. ჯანმრთელობის გაუარესების გამო იძულებული გახდა გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან. თავისუფლად ფლობდა სომხურს, რუსულს და ქართულ ენებს, საკმაოდ კარგად იცოდა თურქული ენა. 1824 წელს გავიდა თადარიგში, შეიძინა სახლი მოსკოვში, ბასმანის ქუჩაზე, მაგრამ 1826 წელს კვლავ დაბრუნდა ჯარში და 1829 წლამდე მეთაურობდა კავალერიის IV სარეზერვო კორპუსის სარეზერვო ბრიგადას. თადარიგში ყოფნისას ცხოვრობდა თავის მამულში, ტულის გუბერნიის, კრაპივინის მაზრაში. გენერალ-მაიორი (1818). Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

