| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე აბამელიქოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. 1421 წელს, საქართველოში გადმოსახლებული სომხური უძველესი გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელთაგანი იყო. 1800 წლის 9 იანვარს, მას შემდეგ რაც სამეფო კარის მღვდლის სომონ აბამელიქის ქალიშვილი ელენე (1770-1836) გახდა უფლისწულ დავით გიორგის-ძის მეუღლე, ამ გვარის ტფილისური შტო აამაღლეს თავადთა მესამე ხარისხში. ივანე, ძმასთან – გენერალ-მაიორ დავით აბამელიქოვთან (აბამელიქი) ერთად 1797 წელს ჩარიცხეს გვარდიულ არტილერიაში, როტმისტრად. მონაწილეობდა 1805-1807წწ. რუსეთ-საფრანგეთის ომში. 1810 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. მონაწილეობდა რუსეთის 1812 წლის სამამულო ომში. დაწინაურდა რუსეთის არმიის საზღვარგარეთის ლაშქრობებში საქსონიაში, ლიუცენთან და ბაუცენთან. 1814 წლის 18 მარტს, ძმასთან ერთად შევიდა პარიზში. გენერალ-მაიორი (1817). Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

