The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბაბი სვანი

ბაბი სვანი
Date of birth:17 December, 1908
Date of death:1981  (at 72 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ფუტიეთი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინოო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1934 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაეუფლა ფსიქიატრის სპეციალობას და მუშაობა დაიწყო თბილისის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1936-1938 წლებში  მუშაობდა ქუთაისის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარ ექიმად; 1938 წელს გაიარა მოსკოვის პროფესორ სერსკის სახელობის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის კვალკიფიკაციის ასამაღლებელი კურსები; 1944-1956წწ. თბილისის ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერი, ექიმი-ფსიქიატრი; 1956-1981წწ. მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი. ბაბი სვანი ნაყოფიერად თანამშრომლობდა საქართველოს მედიცინის ისტორიის საზოგადოებასთან. სწავლობდა ინვოლუციური ფსიქოზისა და დეპრესიის საკითხებს. კითხულობდა მოხსენებებს, ბეჭდავდა სტატიებს ქართველ მედიკოსებზე, იკვლევდა ქართული მედიცინის ისტორიას, ეძებდა სასამართლო ფსიქიატრიის განვითარების ჩანასახს საქართველოში. მსახიობისა და მთარგმნელის თამარ სვანის და. 

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.282

Bibliography


Share: