The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ დედოფალი

Other name:თამარ გურიელი
Date of birth:15??
Date of death:15??
Category:Nobleman, Historical Person, Royalty

Biography

თამარ დედოფალმა – ქაიხოსრო II ათაბაგის ასულმა და ვახტანგ I გურიელის (1583-158) მეუღლემ, ქაიხოსრო I გურიელის (1626-1660) დედამ თეთროსნის (ტაძარი კინტრიშის ხეობაში, სოფელი გვარა) წინამძღვარ გერმანოზს გადააწერინა "დავითნი" რომელიც შესრულების ტექნიკით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. თეთროსნის "დავითნის" (დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში), 262-ე გვერდზე არსებულ ანდერძში მითითებულია: "იესუ ქრისტე, მეუფეო დიდებისაო, შეიწყალე ცოდვილი ამისი მწერალი თეთროსნის წინამძღვარი გერმანოზ…" და სხვ…. ამავე ანდერძში მოხსენებული არიან ამ წიგნის შესრულების მოთავენი, რომელთაც "ინებეს", გადააწერინეს და შეამკობინეს იგი – "დედოფალი ათაბაგის ქალი ბატონი თამარ და ძე მისი გურიელი ბატონი ქაიხოსრო". თეთროსნის "დავითნში" მოხსენებული პირები არიან გურიის მთავრის ვახტანგ I-ის (1582-1587) მეუღლე და შვილი, შესაბამისად ვინაიდან ვახტანგ გურიელის მეუღლე დედოფლადაა მოხსნიებული "დავითნის" გადაწერაც დათარიღებულია ამავე 1582-1587 წლებით. თეთროსნის "დავითნი" ასევე შეიცავს 55 მინიატურას, რომელიც კალიგრაფის მიერ შესრულებული არ არის და წიგნში ჩაკრულია. წიგნის ზომაა 23X17,5 სმ. მასალა: ქაღალდი, შესრულებულია ნუსხურით, შავი მელნით, ერთ სვეტად. ბევრია სინგურით (წითელი ფერის საღებავი, რომლითაც, ჩვეულებრივ, ძველ ხელნაწერებში სათაურები და საზედაო ასოები იწერებოდა. სინგური ფართოდ გამოიყენებოდა წიგნის მინიატურების შესრულებისას) ნაწერი სტრიქონი და საზედაო ასო.

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.91; საინფორმაციო პორტალი: guriismoambe.com


Share: