| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ მირიანაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დერჩი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი 1929 წელს. 1930–1932წწ. მუშაობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მექანიკის ფაკულტეტზე; 1933–36წწ. ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში; 1937–1946წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე კოსმოსური სხივების ფიზიკის დარგში; 1941 წელს მან მიიღო მონაწილეობა კოსმოსური სხივების კვლევის ექსპედიციაში ალაგიოზის მთაზე (სომხეთი); 1946–1949წწ. სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში ბირთვული იარაღის შექმნის პროექტში; 1949–1986წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის კათედრის გამგე მისი დაარსების დღიდან. მისი კვლევები ეხება ბირთვული პროცესებისა და კოსმოსური სხივების კვლევას. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, ავტორია (ა. იშხნელთან ერთად) ზოგადი ფიზიკის სახელმძღვანელოსი (ელექტრობა და მაგნეტიზმი). ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. ბირთვული ფიზიკისა და კოსმოსური სხივების დარგის მეცნიერი, პროფესორი (1974). ვეტერინარ მიხეილ მირიანაშვილის შვილი და ფიზიკოს მათე მირიანაშვილი ძმა. Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

