The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეონ პოზოევი

ლეონ პოზოევი
დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1855
გარდაცვ. თარიღი:1918  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ტფილისის გუბერნია.

დაამთავრა მოსკოვის მე-2 სამხედრო გიმნაზია 1872 წელს და იმავე წელს განაგრძო სწავლა მიხეილის საარტილერიო სასწავლებელში, საიდანაც გამოშვებულ იქნა 30-ე საარტილერიო ბრიგადაში 1875 წელს.

მონაწილეობდა (1877-1878) წლების რუსეთ-ოსმალეთის და (1904-1905) რუსეთ-იაპონიის ომებში. 1882 წელს გადაყვანილ იქნა 38-ე საარტილერიო ბრიგადაში, ხოლო 1887 წელს, მიხეილის საარტილერიო აკადემიის დამთავრების შემდეგ, მსახურობდა კავკასიის გრენადერთა სააარტილერიო ბრიგადაში; 1893-1895წწ. მეთაურობდა მორტირთა მე-2 საარტილერიო პოლკის მე-2 ბატარეას; 1895-1897წწ. - 27-ე საარტილერიო ბრიგადის მე-3 ბატარეის მეთაური; 1897-1904წწ. მსახურობდა თურქესტანის სამხედრო ოლქის სასწავლო საარტილერიო პოლიგონის უფროსად; 1904-1906წწ. -  41-ე საარტილერიო ბრიგადის 1-ლ დივიზიონის მეთაური; 1910 წლის 1 აგვისტოს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1906-1907წწ. - მე-5 საარტილერიო სარეზერვო ბრიგადის 1-ლ დივიზიონის მეთაური; 1907-1910წწ. მსახურობდა თურქესტანის 1-ი საარმიო კორპუსის არტილერიის უფროსად და მეთაურობდა თურქესტანის I საარტილერიო ბრიგადას; 1910-1916წწ. - თურქესტანის I საარმიო კორპუსის არტილერიის ინსპექტორი; მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში (1914-1918). 1907 წლის 31 მაისს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. 1914-1917წწ. მსახურობდა თურქესტანის სამხედრო ოლქის არტილერიის ინსპექტორად. მოგვიანებით მსახურობდა წითელ არმიაში. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. გენერალ-ლეიტენანტი (1913). რუბენ და გიორგი პოზოევების ძმა. გარდაცვალების თარიღი უცნობია, გარდაიცვალა 1918 წლის შემდეგ.

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.81-82

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1916 - წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1905 - ოქროს იარაღი (წარწერით "მამაცობისთვის")
  • 1901 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1894 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1889 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1879 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი (მახვილებით და ბაფთით)

გააზიარე: