The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი პოზოევი

დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1858
გარდაცვ. თარიღი:1918  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ტფილისის გუბერნია.

დაამთავრა მოსკოვის მე-2 სამხედრო გიმნაზია 1876 წელს; ალექსანდრეს მე-3 სამხედრო სასწავლებელი 1878 წელს და არტილერიის ოფიცერთა სკოლა.

მსახურობდა მე-3 სარეზერვო საარტილერიო ბრიგადაში. მონაწილეობდა 1877-1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის და 1914-1918წწ. პირველ მსოფლიო ომებში. 1901-1910წწ. მეთაურობდა გრენადერთა მე-3 საარტილერიო ბრიგადის მე-2 დივიზიონის ბატარეას. 1910 წლის 1 აგვისტოს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1910-1916წწ. მეთაურობდა გრენადერთა მე-3 სარტილერიო ბრიგადის მე-2 დივიზიონს; 1916-1917წწ. მეთაურობდა 46-ე საარტილერიო ბრიგადას. მოგვიანებით ძმასთან ერთად მსახურობდა წითელ არმიაში. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. გენერალ-მაიორი (1915). ლეონ და რუბენ პოზოევების ძმა. გარდაცვალების თარიღი უცნობია, გარდაცვლილია 1918 წლის შემდეგ.

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.83

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1917 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1914 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1912 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1901 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1896 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: