The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რუბენ პოზოევი

Date of birth:16 November, 1856  (169 years)
Date of death:19??
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ტფილისის გუბერნია.

დაამთავრა მოსკოვის მე-2 სამხედრო გიმნაზია 1875 წელს; მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი 1878 წელს და არტილერიის ოფიცერთა სკოლა.

მონაწილეობდა 1877-1878წწ. წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში. მსახურობდა 39-ე საარტილერიო ბრიგადაში. 1898-1910წწ. მეთაურობდა მე-20 საარტილერიო ბრიგადის 1-ლი დივიზიონის ბატარეას; 1910-1916წწ. - მე-20 საარტილერიო ბრიგადის 1-ლ დივიზიონს; 1916 წლიდან - მე-6 საარტილერიო ბრიგადას. 1910 წლის 1 აგვისტოს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1917 წლის ნოემბრიდან მსახურობდა სომხური საარმიო კორპუსის არტილერიის უფროსად. ოქტომბრის რევოლუციის შედეგ ცხოვრობდა სომხეთში. 1921 წელს დააპატიმრეს. იმყოფებოდა რიაზანის საკონცენტრაციო ბანაკში. რეაბილიტირებული იყო 2004 წელს. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. გენერალ-მაიორი (1915). ლეონ და გიორგი პოზოევების ძმა. გარდაცვალების თარიღი უცნობია, გარდაცვლილია 1921 წლის შემდეგ. 

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.84

Awards and Honors

  • 1918 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1917 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1912 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1906 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1902 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1898 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1888 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1884 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

Share: