| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაბრიელ ყორღანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა ტფილისის კეთილშობილთა სასწავლებელი და პეტერბურგის საინჟინრო სასწავლებელი. საინჟინრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და დაინიშნა 21-ე საარტილერიო ბრიგადაში. მონაწილეობდა 1826-1828წწ. რუსეთ-სპარსეთის, 1828-1829წწ. რუსეთ-ოსმალეთის და 1853-1856წწ. ყირიმის (აღმოსავლეთის) ომებში. უკანასკნელი ომის დროს ხელმძღვანელობდა ყარსის ციხის განიარაღებას. მსახურობდა ქუთაისის გუბერნიის სახაზო ბატალიონების ინსპექტორად. 1851-1853წწ. მეთაურობდა საარტილერიო სამთო ბრიგადას. ჯარში იმსახურა 40 წელი და გაიარა გზა ფოიერვერკერიდან კავკასიის არმიის არტილერიის უფროსამდე. 1862 წელს გავიდა თადარიგში მუნდირით და პენსიით. საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენით. პირველ რიგში დატოვა კვალი, როგორც საზოგადო მოღვაწემ და მეცენატმა. მე-XIX საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს, მას დაებადა იდეა ტფილისის მოსახლეობის დასალევი წყლით მომარაგებისათვის, წყალსაქაჩი მოწყობილობის მშენებლობისა. საკუთარი სახსრებით მან ეკატერინბურგში შეიძინა ათობით ტონა დიდი დიამეტრის თუჯის მილები, ხოლო ცარიცინში - ძვირადღირებული წყალსაქაჩი მანქანა. 1843 წელს მან ააშენა ტფილისში, ამიერკავკასიაში პირველი თუჯის ჩამომსხმელი ქარხანა, რომელზეც ასხავდნენ წყალგაყვანილობისათვის საჭირო მილებს. 15 კმ სიგრძის წყალგამყვანი მილებით სასმელი წყალი მიეწოდებოდა ალექსანდრეს ბაღს და სხვა მრავალ ბაღს და სკვერს, აგრეთვე სახაზინო და კერძო სახლებს. შეისყიდა რა, თავის საკუთრებაში მყოფი ტყიბულის ქვანახშირის საბადოები, მან 1850 წელს შემოიტანა ტფილისში ქვანახშირი და ჩააყენა ის სახალხო მეურნეობის სამსახურში. იმავე წელს მან პირველად მდინარე მტკვრის მეშვეობით გადმოტვირთა ტფილისში ბორჯომის ტყეებიდან შეშა, რამაც გაათავისუფლა ტფილისის მშენებლები ხე-ტყის შესყიდვებისაგან, რუსეთის შორეულ ქალაქებში. მისი სახსრებით იქნა აგებული კავკასიის სამხედრო სასანიტრო სამმართველოს შენობა (ახლ. ლერმონტოვის ქ.), კავკასიის 1-ი საარმიო კორპუსის შტაბის შენობა (ახლ. გრიბოედოვის ქ.), ტფილისის ფილარმონიულ საზოგადოებასთან არსებული სამუსიკო სკოლის შენობა (ახლ. ახვლედიანის ქ.), რიგი სკოლებისა და ბიბლიოთეკებისა. მის მიერ იქნა აშენებული საცხოვრებელი სახლების მთელი კვარტალი ქუჩაზე, რომელიც 1921 წლამდე ატარებდა მის სახელს (ახლ. ქიაჩელის ქ.). გენერალ-მაიორი (1862). გენერლების სოლომონ და იოსებ ყორღანოვების ძმა, გენერალ-მაიორ გრიგოლ ყორღანოვის მამა. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

