| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე სოხაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნიკორწმინდა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მებაღე-მევენახე აგრონომის სპეციალობით 1930 წელს. 1930-1967 წლებში მუშაობდა: საქართველოს მიწსახკომში აგრონომ-ინსტრუქტორად; მახარაძის (ახლანდელი ოზურგეთის) "საქჩაის" ტრესტის უბნის აგრონომად; სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციებში აგრონომ-ინსტრუქტორად, აგრო საწარმოო განყოფილების გამგედ; ბოლნისის ღვინის ქარხნის დირექტორად; სამტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსად; საქართველოს "პურტრესტის" მმართველად, შემდეგ "ლიმონტრესტის" მმართველად; "სამტრესტი"–ს მმართველად; დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის დირექტორად; 1967-1968წწ. მუშაობდა მებოსტნეობა-მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის ტრესტის მმართველად. მისი ხელმძღვანელობით ქართულმა ღვინოებმა მრავალი საერთაშორისო ჯილდოები მოიპოვა. იყო რამდენიმე გამოგონების ავტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. აგული სოხაძის მამა, ირმა სოხაძის ბაბუა. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.23-24 Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

