| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე მუხრანბატონი![]()
Biographyმუხრანბატონების სახლის უფროსი, შიდა ქართლის სადროშოს სარდალი 1735–1756 წლებში, სახლთუხუცესი, თბილისის მოურავი 1748 წლიდან. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის თანამებრძოლი. ლეკიანობის წინააღმდეგ ბრძოლების პერიოდში 1746 წელს, მოსახლეობის დასაცავად განაახლა ქსნისა და მჭადიჯვრის ციხეები, 1756 დაამთავრა შიოსუბნის გალავნისა და ბურჯების მშენებლობა. 1749 წელს მონაწილეობდა ერევნის ლაშქრობაში, 1754–1755 წლებში მჭადიჯვრისა და ყვარლის ციხეების დაცვაში. დაიღუპა ლეკებთან ბრძოლაში ღართისკართან 1756 წელს. ბარბარე ერისთავ-ბაგრატიონის მეუღლე, იოანე მუხრანბატონის (გარდაიცვალა 1801 წელს, სხვა ცნობებით 1798 ან 1799 წელი) მამა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.231
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

