The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქაიხოსრო მუხრანბატონი

დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:30 ოქტომბერი, 1629
კატეგორია:დიდგვაროვანი, ისტორიული პირი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ქაიხოსრო ვახტანგის ძე მუხრანბატონი იყო მუხრანბატონების სახლის უფროსი და შიდა ქართლის სადროშოს სარდალი 1625-1626 წლებში, ქართლის გამგებელი 1626 წლიდან და გიორგი სააკაძის მომხრე და თანამებრძოლი. ბაზალეთის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ გადაიხვეწა ოსმალეთში, სადაც თავი მოჰკვეთეს გიორგი სააკაძესთან ერთად. ქაიხოსრო მუხრანბატონი დაქორწინებული იყო მამია II დადიანის ქალიშვილზე თინათინ დადიანზე. მათ ამ ქორწინებიდან ეყოლათ სამი ვაჟი და სამი ქალიშვილი: აშოთან II მუხრანბატონი (გარდაიცვალა 1697 წელს), ბაგრატ მუხრანბატონი (დაქორწინდა ქეთევან ამილახვარზე, ჰყავდა ორი ვაჟი სიმონი და ნიკოლოზი), დომენტი III (აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქი, გარდაიცვალა 1676 წელს) დედისიმედი (დაქორწინებული იყო პაპუნა ციციშვილზე, გარდაიცვალა 1671 წელს), ელენე (დაქორწინებული იყო ნუგზარ არაგვის ერისთავის ვაჟზე, გიორგიზე, რომელიც გარდაიცვალა 1647 წლის შემდეგ, ელენე გარდაიცვალა 1675 წლის შემდეგ) და თინათინი (დაქორწინდა ელიზბარ დავითიშვილზე).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.231


გააზიარე: