| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლიდა ანდრონიკაშვილი![]()
Biographyსაქართველოში წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის ორგანიზაციის დაფუძნება დაკავშირებულია რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომთან, როცა ამ ორგანიზაციის აქტივისტები აქტიურად მონაწილეობდნენ ჩოლოქთან და ბათუმის მისადგომებთან დაჭრილებისა და ავადმყოფების ბრძოლის ველიდან გამოყვანასა და მკურნალობაში. მიუხედავად ამისა, ოფიციალური ლიტერატურა და თვით საქართველოს წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია, თავისი არსებობის ქორონიკონის ათვლას იწყებს 1918 წლიდან, რაც იმითაცაა გამოწეეული, რომ ამ თემაზე მეცნიერულად არავის უმუშავია. ბათუმის საავადმყოფოს ფერშალმა, ლიდა ანდრონიკაშვილმა, შექმნა წითელი ჯვრის საზოგადოების რაზმი, რომელზეც მკაცრი მეთვალყურეობა ჰქონდა დაწესებული ბათუმის ჟანდარმერიას. მეუღლის ამ საქმიანობაზე წერდა თვით ქალაქისთავი ივანე ანდრონიკაშვილი: "მოქალაქეთაგან შეიქმნა წითელი ჯვრის ნებაყოფლობითი რაზმი, დაზარალებულებზე დახმარების აღმოსაჩენად. ჩემი მეუღლე აქ მოწყალების დად ჩაირიცხა და ჩვენი ბინის ერთ ოთახში გახსნა სამედიცინო პუნქტი. იქ დაჭრილი მოქალაქე მოათავსეს", (ი. ზ. ანდრონიკოვი, "ჩემი აღსარება", გვ.44-45, რუსულ ენაზე, ხელანაწერი), აქვე მოხალისე ქალები გარკვეულ მომზადებასაც გადიოდნენ. მათი დახმარება მარტო გადაუდებელი სამედიცინო მანიპულაციებით არ ამოიწურებოდა ბრძოლის ველზე წითელი ჯვრის ნიშნებით გასულნი, მებრძოლებს ფარულად ტყვია-წამალსა და ბომბებსაც ურიგებდნენ. (პ. ცქვიტარია, აჭარაში რევოლუციური მოძრაობის ისტორიის ნარკვევები, ბათუმი, 1959, გვ. 256). 1905 წლისათვის ბათუმში მოქმედებდა წითელი ჯვრის ორგანიზებული რაზმი, რომელსაც ჰყავდა ხელმძღვანელი, აქტივისტები, ჰქონდა მოქმედების პროგრამა. ლიდა ანდრონიკაშვილის, როგორც წითელი ჯვრის აქტიური ხელმძღვანელის სახელმა გაიელვა პირველი მსოფლიო ომის დასასრულის დროსაც. მისი რაზმი, დაჭრილებზე დახმარების გარდა, აგროვებდა თეთრეულს, ტანსაცმელს და მედიკამენტებს ბრძოლის ველზე გასაგზავნად ყოველივე ეს ასახულია ფოტოსურათზე. ბათუმის ქალაქისთავის ივანე ანდრონიკაშვილის მეუღლე, სალომე ანდრონიკაშვილის და იასე ანდრონიკაშვილის დედა. საქართველოში წითელი ჯვრის ერთ-ერთი დამაარსებელი. წყარო: რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში : (აჭარის მაგალითზე...). წ. 1, [... უძველესი დროიდან 1945 წლამდე] / რამაზ სურმანიძე.-ბათუმი,2001.-გვ.157-160; სალომეას ფერფლი ლონდონის თავზე... / ირინა ვლადისლავსკაია; მოამზადა ოთარ ტურაბელიძემ // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი, 2019.-8 მარტი.-N48 (8714).-გვ.6
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

