The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ ბენდუქიძე

ავთანდილ ბენდუქიძე
დაბადების თარიღი:9 აგვისტო, 1921
გარდაცვ. თარიღი:8 დეკემბერი, 1994  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1942 წელს.

1942-1943წწ. მუშაობდა ასპინძის რაიონის სოფელ ერკოტაში სკოლის დირექტორად და მათემატიკის მასწავლებლად; 1943-1944წწ. მუშაობდა საღამოს მე-3 ათწლედში და ასწავლიდა ფიზიკას მე-10 ქალთა სკოლაში; 1945 წელს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მათემატიკის კათედრის ასისტენტად და პარალელურად კითხულობა მათემატიკის კურსს სამხატვრო აკადემიაში; 1960- 1968წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი მათემატიკის კათედრაზე; მათემატიკის ანალიზის კათედრაზე დოცენტად (1969), პარალელურად მუშაობდა კომაროვის სახელობის და 55-ე საშუალო სკოლებში, ხელმძღვანელობდა საკავშირო დაუსწრებელ სკოლას; წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს მათემატიკის სასკოლო კურსის სწავლების შესახებ მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში, იყო განათლების სამინისტროს მეთოდური საბჭოს წევრი. 1970-1994წწ. დაიწყო ჟურნალ "კვანტში" თავისი სტატიების პუბლიკაცია. 1979-1984წწ. იყო ჟურნალის "ფიზიკა და მათემატიკა სკოლაში" რედაქტორი. 1997 წელს მიენიჭა საქართველოს მათამატიკის კავშირის მიერ დაწესებული პრემია მათემატიკის პოპულარიზაციისა და განათლების საქმეში დამსახურებისთვის. იყო  სამეცნიერო-პედაგოგიური ჟურნალ "სკოლა და ცხოვრების" რედაქტორი და ავტორი მათემატიკის მრავალი მეთოდური და პოპულარული ნაშრომის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი (1958); ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1955); ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ეთნოლოგ ჯულიეტა რუხაძის მეუღლე. ბიზნესმენ კახა ბენდუქიძის მამა.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: