The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია ცაცანაშვილი

მაია ცაცანაშვილი
ოფიციალური სახელი:მარიამ ცაცანაშვილი
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1963  (60 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1985 წელს.

1985-1995წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ლაბორანტი, მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი; 1995-1999წწ. - საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახური, მრჩეველი; 1999-2001წწ. - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; 2000-2001წწ. - საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული სამსახურის უფროსი; 2001-2003წწ. - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი; 2003-2005წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი; 2006-2008წწ. - კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სრული პროფესორი; 2008 წლიდან - საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 45 სამეცნიერო სტატიის ავტორი (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე) სამართლის ისტორიაში, ინფორმაციულ სამართალსა და მდგრადი განვითარების პრობლემებზე, მათ შორის 4 მონოგრაფია. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2004).

სადოქტორო დისერტაციის თემა – "ინფორმაცია, როგორც სამართებრივი რეგულირების ობიექტი", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.560; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აზერბაიჯანის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის უფლებათა დაცვის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო, წევრი (2006-)
  • გელათის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (2011-)
  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია (აშშ), წევრი (2005-2008)
  • საქართველოს დიპლომატიური აკადემია, წევრი (2006-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: