შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო მახარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკუტეტი 1955 წელს. 1956-1958წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელდ; 1958-1960წწ. გაზეთ "ვეჩერნი თბილისი"–ს ლიტერატურულ მუშაკად; 1961 წლიდან მუშაობს თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის კათედრაზე სხვადასხვა თანამდებობებზე; გამოქვეყნებული აქვს 26 სამეცნიერო ნაშრომი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადისერტაციო თემა–"რუსული გაზეთი კავკასიაში XIX საუკუნის 40-50-იან წლებში", დაიცვა 1985 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |