The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ თევდორაშვილი

რევაზ თევდორაშვილი
დაბადების თარიღი:18 იანვარი, 1931  (93 წლის)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვ. ი. ლენინის სახ. თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1957 წელს, სახალხო მეურნეობის ხელმძღვანელ მუშაკთა და სპეციალისთტთა კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრალური ინსტიტუტი პატენტმცოდნის კვალიფიკაციით 1978 წელს.

ინჟინერ-მექანიკოსი.

1957 წლიდან მუშაობდა თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში, შემდგომ სახალხო მეურნეობის საბჭოს მანქანათმშენებლობისა და ელექტროტექნიკის ტექნოლოგიის საკავშირო-კვლევით ინსტიტუტში.

მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის N71 კათედრის თანამშრომლად. რამდენიმე გამოგონების ავტორია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სასწავლო-აღმზრდელობითი კომპლექსის კულტურის საერთაშორისო ცენტრის "ნინო", დამფუძნებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: