The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი წერეთელი

გიორგი წერეთელი
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1952
გარდაცვ. თარიღი:22 ივნისი, 2008  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა ივანე  ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი ეკონომიკური კიბერნეტიკის სპეციალობით 1975 წელს.

1975-1976 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის ინჟინერ-პროგრამისტად; 1976-1979 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტისა და საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ეკონომიკურ-მათემატიკური ინსტიტუტის ასპირანტი, 1980-1981 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის უმცროსი, 1981-1987 წწ. უფროსი, 1988-1991 წწ. წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი; 1991-1994 წწ. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1994-1995 წწ. ინსტიტუტის დირექტორის პირველი მოადგილე; 1996-2001 წწ. ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2001-2008წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემია (1984) ახალგაზრდა მეცნიერთა საუკეთესო ნაშრომისათვის.

სადისერტაციო თემა - "რესპუბლიკაში რეგიონული ბუნებათსარგებლობის ეკონომიკური პროცესების მრავალმიზნიანი ოპტიმიზაცია (საქართველოს მაგალითზე)", დაიცვა 1990 წლის 25 დეკემბერს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.192; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.234

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში 1965-2001 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - '' მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები''.
  • 2001 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: