The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლადო პაპავა

ლადო პაპავა
Legal name:ვლადიმერ პაპავა
Date of birth:25 March, 1955  (69 years)
Category:Economist, Public official, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1977 წელს. სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ეკონომიკურ-მათემატიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1982 წელს.

1977-1979 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994-2000 წწ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი; 1996 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-ხელმძღვანელი; 1991-1996 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი; 1990-1996 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1982-1991 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის მთავარი, წამყვანი, უფროსი მეცნიერთანამშრომელი; 2000-2001 წწ. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე; 2001 წლიდან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 2003-2005 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის მიკროეკონომიკური კათედრის გამგე; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით2005 წლიდან ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის (აშშ) ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი; 2008 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; 2013-2016წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: საქართველოს განათლების სამინისტროს პრემია (1987), Golden Scroll of Excellence. The International Biographical Association, Cambridge, UK (1998), Decree of Merit for Outstanding Contribution to Economics and Politics. The International Biographical Association, Cambrige, UK (1998), Silver Medal and the Certificate of Inclusion "International Who's Who of Intellectuals". The International Biographical Association, Cambrige, UK (1999), Silver Medal "Outstanding People of the 20 Century". The International Biographical Association, Cambrige, UK (1999), Silver Medal and the Certificate of Inclusion in "2000 Outstanding Scholars of the 20 Century." The International Biographical Association, Cambrige, UK. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი წიგნი და მონოგრაფია, 400-ზე მეტი სამეცნიერო სტატია. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1989), მაკროეკონომიკის პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემაა - "Продуктивность общественного производства и основы её межотраслевого анализа", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.190; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 287; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

Member of Organizations

  • Fellow of the International Biographical Association (Cambridge, UK)
  • The International Acadedemy of Sciences, Education, Industry and Arts (California, USA)
  • The International Atlantic Economic Society (IL, USA)
  • The International Informatization Academy (Moscow, Russia)
  • The International Input - Output Association (Klosterneuburg, Austria)
  • The New York Academy of Sciences (NY, USA)
  • The Royal Economic Society (Cambrige, UK)
  • The Society of the Advancement of Economic Theory (Illinois, USA)
  • The Western Economic Association International (CA, USA)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (2004-2005)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2007-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტი, თავმჯდომარე (2004-2007)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2007)
  • საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპოდენტი (1997-2013)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოს-მდივანი (2023-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2013-)

Awards and Honors

  • 2008 - ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის პრემია
  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - "მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები"

Bibliography


Share: