Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ არაბული![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯუთა, ყაზბეგის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს. 1980-1984წწ. - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ქართველურ ენათა განყოფილება, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1988წწ. - ამავე ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილება, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1998 და 2006-2009წწ. - ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგე; 2000-2005წწ. - დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2004-2005წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახალი ქართული ენის კათედრის გამგე; 2006 წლიდან - არნ. ჩიქობავს სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 18 წიგნისა და 20-ზე მეტი სახელმძღვანელოს ავტორი. კვლევის სფეროები: ქართველური ენები, ქართული ენის ისტორია და სტრუქტურა, ლექსიკოლოგია, ეტიმოლოგია; სტილისტიკა და მეტყველების კულტურა. "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" მთავარი რედაქტორი, სხვადასხვა დონის სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების ავტორი. ენათმეცნიერო, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1997). სადოქტორო დისერტაციის თემა - "სახელისა და ზმნის დერივაციის ურთიერთმიმართების საკითხები ქართველურ ენებში", დაიცვა 1997 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.448-449; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |