The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელგუჯა ამაშუკელი

ელგუჯა ამაშუკელი
დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1928
გარდაცვ. თარიღი:16 მარტი, 2002  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1955 წელს.

1955 წლიდან ეწეოდა შემოქმედებით საქმიანობას, ABI -ს და IBC -ს მიერ აღიარებულია 1998 წლის, 1999 წლის, 2000 წლის ადამიანად, მისი გვარი შეტანილია აშშ და Cambridge Biographical centre-ში 1997, 1998 წწ. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: "ქართლის დედა" (1958), ვახტანგ გორგასლის ძეგლი (1959), დიდების მონუმენტი (1965), თბილისის მეტროპოლიტენის სადგური "რუსთაველის" პორტალის რელიეფი (1965), რელიეფები თბილისის შემოსასვლელებთან (1957-1958), ბარელიეფი "თბილისის 1500 წელი" (1958), ქანდაკება "რევოლუცია" (1966, ბრინჯაო), რ. ერისთავის (1974), ნ. ფიროსმანიშვილის (1975) ძეგლები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 1.-თბ., 1975.-გვ.350; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.266

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1996-2002)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, თავმჯდომარე (1981-1996)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1981 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1965 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • სსრკ სახალხო მხატვარი
  • საქართველოს სახალხო მხატვარი
  • მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • სსრკ სახელმწიფო პრემია
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: