The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯანრი გოგეშვილი

ჯანრი გოგეშვილი
დაბადების თარიღი:31 იანვარი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:მწერალი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ნიგოითი.

დაამთავრა ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკათმცოდნეობის და ბიბლიოგრაფიის ფაკულტეტი 1981 წელს.

 ავტორი ფსიქოლოგიურ-სოციალურ თემებზე დაწერილი ნაწარმოებებისა(მოთხრობები, იუმორესკები, ზღაპრები, რომანები, პიესები, პუბლიცისტური წერილები, ლექსები), 1968 წელს პირველად მისი მოთხრობა "მესხური ყაყაჩოები", დაიბაჭდა ადიგენის რაიონულ გაზეთ "განახლებულ მესხეთში"; ხელმძღვანელობდა სცენისმოყვარეთა დასს, მართავდა თეატრალურ წარმოდგენებს. დააარსა გამომცემლობა "კიდევაც დაიზრდებიან". სხვადასხვა დროს მუშაობდა უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინრად, უფროს ტექნოლოგად, საზღვაო ნავსადგურში ელექტროამწეს მემანქანედ, სტამბაში მბეჭდავად, სასოფლო კლუბის გამგედ, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორად, დრამატულ თეატრში დასის გამგედ, სარეკლამო სააგენტოში უფროს რედაქტორად, დარაჯად, გამომცემლობის რედაქტორად. დაარსა ჟურნალი "ხატოვანი მოტივაციები", რომლის გამომცემელი და რედაქტორი თავადაა. ბოლო წლებში, თავისუფალი "ბლოგერის სტატუსით"(სახელწოდებით "ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე" ვებ-საიტების ერთობლიობა), ინტერნეტ სივრცეში აქვეყნებს ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და პუბლიცისტურ შენიშვნებს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გამომცემლობა "კიდევაც დაიზრდებიან", დამფუძნებელი
  • ეროვნული ცნობიერებისა და მწიგნობრულ-მისიონერულ მცნებათა მხარდამჭერი ფონდი, პრეზიდენტი
  • მწერალთა ასოციაცია "ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი", თანათავმჯდომარე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: