Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოლეგ ნამიჩეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1965 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის და მათემატიკა-მექანიკის ფაკულტეტების ასპირანტურა. 1968–1970წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ასისტენტი; მიკროპროცესორული სისტემების კათედრის გამგე; 1970–1988წწ. დოცენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დოცენტი; 1989–1996წწ. რადიოტექნიკის კათედრის გამგე; 1997–2006წწ. მიკროპროცესორებისა და მიკროპროცესორული სისტემების კათედრის გამგე; 2006-2007წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი; 2007–2008წწ. საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის სკოლის მოწვეული პროფესორი; 2002–2009წწ. ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული სკოლა (Filière francophone en Informatique, დაარსებულია l’Université Paris-8, l’Université Versailles, AUF, INALCO ორგანიზაციათა ინიციატივით), მოწვეული პროფესორი; 2009–2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2010–2016წწ. 5 სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი; წლების მანძილზე ეწევა სამეცნიერო მოღვაწეობას. მისი ნაშრომები ეძღვნება ციფრული გამოთვლითი და ტელეკომუნიკაციური სისტემების თეორიის საიმედობის ასპექტებსა და კომპიუტერული პროექტირების ელექტრონულ სქემებს, იმიტაციურ მოდელირებას და უარყოფების სტატისტიკურ ანალიზს. სტაჟირება გაიარა მოსკოვის უნივერსიტეტის ალბათობის თეორიის კათედრასა და საფრანგეთის ტელეკომუნიკაციის ნაციონალურ კვლევით ცენტრში; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ვებგვერდი: gtu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |