The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა საბაშვილი

შალვა საბაშვილი
დაბადების თარიღი:29 მაისი, 1942  (81 წლის)
კატეგორია:ასტრონომი, მეცნიერი, პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მანავი, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ასტრონომიის სპეციალობით 1965 წელს; 1968 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ასტრონომიის კათედრის ასპირანტურა.

1968 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასტრონომიის კათედრაზე: სამეცნიერო ასისტენტად, 1976 წლიდან - უფროს მასწავლებლად, 1984 წლიდან - დოცენტად, 1998 წლიდან - კათედრის გამგედ, 2006 წლიდან მოწვეულ პროფესორად.

სამეცნიერო კვლევის სფეროა ასტროფიზიკა, კერძოდ, გამოსხივების გადატანის თეორია და ვარსკვლავთა სპექტრები. ააგო მილნ-ედინგტონის მოდელი თერმოდინამიკურად არაწონასწორული ფოტოსფეროებისათვის და გამოიყვანა ინტეგრალურ განტოლებათა სისტემები წყაროს ფუნქციებისათვის წყალბადის ხაზებში; შექმნა მზის პროტუბერანცის ოპტიკური ზომის გამოთვლის მეთოდი; ახსნა სპექტრული ხაზების პროფილთა ასიმეტრია; დაადგინა გამოსხივების გადატანის აღმწერ ფუნქციათა ასიმპტოტური სახე ბრტყელი და სფერული გარემოს ოპტიკური ზომების უსასრულო ზრდისას ხაზებში შთანთქმის კოეფიციენტის სხვადასხვა სახისა და გაბნევისას ფოტონის გადარჩენის ალბათობის რიგი მნიშვნელობებისათვის. ალბათური მეთოდით შეისწავლა ატომის აგზნების გავრცელების ხასიათი კონსერვატიულ გარემოში და მისი ყოფაქცევა გაბნევათა რიცხვის უსასრულობისკენ მისწრაფებისას; განიხილა გადატანის ინტეგრალური განტოლების რიცხვითი ამოხსნის დაჩქარების საკითხი შერჩეულ იტერაციათა გამოყენებით. მოღვაწეობს ასტრონომიული ტერმინოლოგიისა და ცოდნის ფორმირების ისტორიის, აგრეთვე ასტრობიოლოგიის სფეროში; ჩატარებული აქვს ძველქართული ლიტერატურული ძეგლების ასტრონომიული ანალიზი; 1993 წლიდან არის ყოველწლიური "ასტრონომიული კალენდრის" პასუხისმგებელი რედაქტორი. წარმატებით მოღვაწეობს პოეზიაში. აქვს 800-მდე გამოქვეყნებული ნაწარმოები; გამოსცა კრებულები: "წყალვარდნილი" (1997) და "ასი ლექსი" (სერიის 68-ე ტომი). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.271-272

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ცოდნა", წევრი
  • საქართველოს კოსმონავტიკის კომიტეტი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საქართველოს კომკავშირის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: