The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ მეგრელიშვილი

მიხეილ მეგრელიშვილი
სხვა სახელი:გისტი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1971  (52 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის ლებედევის სახელობის ფერწერის სტუდია-აკადემია რესტავრატორის სპეციალობით.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია რესტავრატორის სპეციალობით 1996 წელს.

მოღვაწეობს მხატვრობაში, ქანდაკებაში, ლიტერატურაში, კულინ-არტში, კონცეპტუალური კოლაჟის სფეროში.

მონუმენტური კონსტრუქცივიზმის ერთ-ერთი პიონერი.

1989 წლიდან მუშაობდა თბილისის ქუჩის აქციონისტური მონუმენტური კოლაჟების შექმნაზე და მიმდებარე ტერიტორიების ფერწერულ მოხატვაზე.

მონაწილეობდა ქუჩურ გამოფენებში, საგალერეო აქციონისტურ-პოეტური აქტების ორგანიზებასა და განხორციელებაში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

არის ინდივიდუალური პერფორმანსების ავტორი. 

ბიბლიოგრაფია

  • ტოტემი : ლექსების კრებული (ავტორი). - თბილისი, 2004. - 28გვ.

გააზიარე: