შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ყორანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. 1957-1962წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე; დაამთავრა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1965 წელს. 1965-1967წწ. მუშაობდა "საბჭოთა საისტორიო ენციკლოპედიის" რედაქციაში; 1967 წელს - საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში (მოსკოვი); 1968 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში - უმცროს, უფროს, წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად. წლების მანძილზე ასწავლიდა ფილოსოფიას თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტსა და პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ეწევა სამეცნიერო, პუბლიცისტურ და პოლიტიკურ მოღვაწეობას. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1989). სადოქტორო დისერტაციის თემა - "წინაკაპიტალისტური ფორმაციის პრობლემა", დაიცვა 1979 წელს. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.173-174; საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 349 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |